Accessibility links

logo-print

„გრინპისი“ ატარებს მორიგ აქციას „გაზპრომის“ წინააღმდეგ


გარემოს დამცველთა წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია „გრინპისი“ რუსეთში მორიგი აქციით აპროტესტებს კომპანია „გაზპრომის“ გეგმას, რომელიც ითვალისწინებს არქტიკულ შელფში ბურღვის დაწყებას. დღეს „გრინპისის“ აქტივისტები რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან, პეჩორის ზღვაში ნავებით მიცურდნენ ხომალდთან, რომლითაც "გაზპრომის" მუშები მიჰყავდათ საბურღ პლატფორმა „პრირაზლომნაიაზე“ და შეეცადნენ, დაებლოკათ ხომალდის გადაადგილება. „გრინპისის“ ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობს 14 აქტივისტი, მათ შორის „გრინპის ინტერნეიშნალის“ აღმასრულებელი დირექტორი, კუმი ნაიდუ. გასულ კვირაში, პარასკევს „გრინპისის“ აქტივისტებმა საპროტესტო აქცია ჩაატარეს საკუთრივ საბურღ პლატფორმაზე. ეკოლოგები შიშობენ, რომ არქტიკაში ბურღვას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს, რადგან არ არსებობს ტექნიკური საშუალებები, რომლებითაც შესაძლებელი იქნებოდა მკაცრ ბუნებრივ პირობებში ნავთობის გაჟონვით გამოწვეული პრობლემების მოგვარება.
XS
SM
MD
LG