Accessibility links

logo-print

საქართველომ ზღვის დაბინძურებისათვის დააჯარიმა რუსული გემი


ფოთის საქალაქო სასამართლომ 65 000 ლარით დააჯარიმა რუსეთის მშრალტვირთიანი გემის, „სიბირსკი-2128“-ის კაპიტანი ზღვაში ფეკალური მასების ჩაღვრისთვის. გემის კაპიტანს დაეკისრა აგრეთვე 605 ლარის გადახდა გარემოსათვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. ამის შესახებ იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის პრეს-სამსახური. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რუსეთის ფედერაციის დროშის ქვეშ მცურავი გემი 25 აგვისტოს დააკავეს ფოთის პორტში ზღვის დაბინძურების ფაქტზე. ჯარიმის გადახდის შემდეგ რუსულ ხომალდს ისევ შეეძლება თავისუფლად გადაადგილება.
XS
SM
MD
LG