Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანმა შესაძლოა, უცხოელ დიპლომატებს აჩვენოს სადავო სამხედრო ობიექტი


ირანმა გააკეთა მინიშნება, რომ დიპლომატებს, რომლებიც ამ კვირაში ესწრებიან მიუმხრობელი ქვეყნების სამიტს თეირანში, შესაძლოა, დაათალიერებინოს ფარჩინის სამხედრო ობიექტი. გაეროს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ირანი ფარჩინის ობიექტს იყენებს საიდუმლო სამხედრო ბირთვული პროგრამისათვის. თეირანი კი ამ ბრალდებას უარყოფს და ირწმუნება, რომ ფარჩინის კომპლექსი კონვენციური სამხედრო ობიექტია. ირანის მთავრობასთან დაახლოებულ საინფორმაციო სააგენტო „ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ფარჩინში ვიზიტი უჩვეულო იქნებოდა ამ ტიპის სამიტისათვის, ირანი მზად არის, სამხედრო ობიექტი აჩვენოს დიპლომატებს. თეირანში პარასკევამდე გაგრძელდება მიუმხრობელი ქვეყნების სამიტი.
XS
SM
MD
LG