Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აუდიტის სამსახურმა "საქართველო არ იყიდება" 5 ათასი ლარით დააჯარიმა


სახელმწიფო აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ ააიპ "საქართველო არ იყიდება"-ს მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ არის ასახული ვიდეორგოლების სახით არაფულადი შემოწირულების მიღების ფაქტი და არ არის დეკლარირებული "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესების დაცვით. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ააიპ "საქართველო არ იყიდება"-ს მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც ორგანული კანონით განსაზღვრული სანქციის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს. სამართალდარღვევის საქმე განსახილველად ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.
XS
SM
MD
LG