Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილმა 168 მსჯავრდებული შეიწყალა


საქართველოს პრეზიდენტმა 168 მსჯავრდებული შეიწყალა. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ განაცხადა, რომ მარიამობის დღესასწაულის გამო შეწყალება შეეხო ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს. კალმახელიძის თქმით, შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღის განმავლობაში დატოვებენ.
XS
SM
MD
LG