Accessibility links

logo-print

ისრაელის სასამართლო: სამხედროები არ არიან აქტივისტის სიკვდილში დამნაშავე


ისრაელის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ ქვეყნის სამხედროები არ არიან დამნაშავე ამერიკელი აქტივისტის სიკვდილში. აქტივისტი, 23 წლის რეიჩელ კორი 2003 წელს, პალესტინელთა მხარდასაჭერ დემონსტრაციაზე სამხედრო ბულდოზერით გასრისეს. კორის ოჯახი სამხედროებს სდებდა ბრალს მის განზრახ და უკანონოდ მოკვლაში. პირველ ეტაპზე ჯარისკაცებს ბრალდება სამხედრო გამოძიებამ მოუხსნა. ამის შემდეგ დაღუპულის ოჯახმა თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო სასამართლოში უჩივლა. დღეს კი ამ სასამართლომ - რომელიც ჩრდილოეთის ქალაქ ჰაიფაშია განთავსებული - სარჩელი უარყო და კორის სიკვდილს უწოდა „დასანანი უბედური შემთხვევა“. სასამართლოს განჩინებით, სამხედროები არ არიან დამნაშავე, ვინაიდან კორის სიკვდილი „საომარი მოქმედებების პერიოდში“ მოხდა. კორი ღაზის სექტორის ქალაქ რაფაში მოკლეს მაშინ, როცა ცდილობდა არ დაეშვა სამხედროების მხრიდან პალესტინელთა სახლების დანგრევა.
XS
SM
MD
LG