Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ოპოზიციის აქტივისტს რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


რუსეთის დასავლეთში მდებარე ქალაქ სმოლენსკში სასამართლომ ოპოზიციის აქტივისტს რვა წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა და ამის საფუძვლად ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონდარღვევა გამოაცხადა. მსჯავრდებულის - „სხვა რუსეთის“ აქტივისტის, ტაისია ოსიპოვას ადვოკატი აცხადებს, რომ განაჩენს გაასაჩივრებენ. ოსიპოვა 2010 წლის ნოემბერში დააკავეს და ნარკოტიკების გასაღება დასდეს ბრალად. მისი ადვოკატები საქმეს შეთითხნილად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ის ოსიპოვას ქმარზე, სერგეი ფომჩენკოვზე ზეწოლას ისახავს მიზნად. ფომჩენკოვი „სხვა რუსეთის“ გავლენიანი წევრია.
XS
SM
MD
LG