Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში 22 პირს ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ასამართლებენ


აზერბაიჯანის 22 მოქალაქე წარდგა სასამართლოს წინაშე ბრალდებით, რომ ბაქოში აშშ-ის და ისრაელის საელჩოებზე გეგმავდნენ თავდასხმას. ეჭვმიტანილები მარტში დააპატიმრეს და ბრალად დასდეს ირანის რევოლუციის გუშაგებთან კავშირი. მარტში აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ეჭვმიტანილებისგან ავტომატები და ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს. სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. თეირანის და ბაქოს კავშირები თებერვალში დაიძაბა - მას შემდეგ რაც გავრცელდა ცნობა, რომ აზერბაიჯანმა ისრაელისგან 1.6 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი შეიძინა. თებერვალშივე ირანმა აზერბაიჯანს ბრალი იმაში დასდო, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენების საშუალებას ისრაელის ჯაშუშებს აძლევს.
XS
SM
MD
LG