Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: საქართველო-რუსეთის საზღვართან დევნის ოპერაცია მიმდინარეობს


როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, საქართველო-რუსეთის საზღვართან დევნის ოპერაცია მიმდინარეობს. "საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია", - ნათქვამია შსს-ს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. კახეთის საინფორმაციო ცენტრის თანახმად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები შევიდნენ თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც, შსს-ს ინფორმაციით, ტარდება შეიარაღებული ჯგუფის დევნის ოპერაცია. დაჭრილების ან გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დღესვე დაღესტნის რიგი საინტერნეტო გამოცემა იტყობინებოდა უკანასკნელ ხანებში რუსეთის ჯარების კონცენტრაციის შესახებ დაღესტნის მთიან რაიონებში, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანს ესაზღვრება. კერძოდ, „კავკაზ ონლაინი“ Vdagestan.com-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბოთლიხის რაიონის მკვიდრთა ცნობით, სამხედროები ტყიანი მასივების ბლოკირებას და ჰაერიდან დარტმების განხორციელებას გეგმავენ. ზოგიერთი ცნობით, ამ მზადების მიზანია, დაღესტანში ზამთრამდე განადგურდეს მოჯაჰედების სამთო ბაზები. სხვა მონაცემებით კი, მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის მზადება.
XS
SM
MD
LG