Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამიდ კარზაიმ უშიშროების უწყების უფროსი გაათავისუფლა


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ უშიშროების უწყების ხელმძღვანელი რემატულა ნაბილი გაათავისუფლა. ავღანეთის პარლამენტის უშიშროების კომიტეტის წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნაბილი ადასტურებს გათავისუფლების ფაქტს. რემატულა ნაბილი ავღანეთის უშიშროების სახელმწიფო დირექტორატის ხელმძღვანელი 2010 წელს გახდა. მანამდე ის პრეზიდენტის დაცვას ედგა სათავეში. მისი გათავისუფლებით დასრულდა ავღანეთის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირველი პირების გათავისუფლების ციკლი, რომელიც დაიწყო იმით, რომ ავღანეთის პარლამენტმა მიმდინარე თვის დასაწყისში უზრუნველყო თავდაცვისა და შინაგანა საქმეთა მინისტრების გათავისუფლება. ავღანეთის პარლამენტის წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ”დღეს, ან ხვალ” პარლამენტს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ახალ კანდიდატებს წარუდგენენ. იგივე წყაროს თანახმად, თავდაცვის მინისტრის პოსტზე, შესაძლოა, დასახელდეს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი.
XS
SM
MD
LG