Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შსს-მ ვიდეოჩანაწერი გაავრცელა


საქართველოს შსს-მ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც, სამინისტროს თანახმად, ”ტყვეობიდან გათავისუფლებულები” ჰყვებიან მომხდარის შესახებ. ერთი პირი ჩანაწერში ჰყვება: ”ბუნებაში ვიყავით საქეიფოდ მეგობრები. უკან რომ ვბრუნდებოდით, მოვუყვებოდით მდინარის პირას. შეგვხვდა რამდენიმე ადამიანი, ავტომატით შეიარაღებული, წვერებში და გვითხრეს, რომ ვიყავით მძევლები და უნდა წავსულიყავით მათთან ერთად. მათთან ყოფნის დროს მკაცრად გაგვაფრთხილეს - თუ გაქცევას შევეცდებოდით, მოგვკლავდნენ”. შსს-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ნაჩვენებია მეორე პირიც, რომელიც ასე აღწერს მომხდარს: ”იყო 15 ადამიანზე მეტი. ჰქონდათ საკმაოდ ბევრი შეიარაღება - ავტომატები, სხვა იარაღები და ის - ”მუხებს” რომ ეძახიან”.
XS
SM
MD
LG