Accessibility links

logo-print

ქარიშხალმა "აიზეკმა" გამოიწვია საცხოვრებელი რაიონის დატბორვა ახალ ორლეანთან


ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, ტროპიკული ქარიშხლის, "აიზეკის" შედეგად წყალმა გადალახა ჯებირი ქალაქ ახალი ორლეანის სამხრეთით და დატბორა საცხოვრებელი რაიონი. ადგილობრივი მოსახლეობა წინასწარ იქნა ევაკუირებული. ჯერ არაფერია ცნობილი მსხვერპლის შესახებ. როგორც იუწყებიან, წყალმა გადალახა ჯებირის თითქმის 30-კილომეტრიანი მონაკვეთი, რის შედეგადაც წყლის დონე ზოგ ადგილას 3,6 მეტრს აღწევს. ლუიზიანის შტატის სამხრეთი სანაპირო, რომელსაც სამშაბათს დაატყდა ქარიშხალი "აიზეკი", შვიდი წლის წინ მძიმედ დააზარალა ქარიშხალმა „კატრინამ“.
XS
SM
MD
LG