Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ძალოვანი უწყებები ავრცელებენ ცნობას დევნის ოპერაციისას მსხვერპლის შესახებ


საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მიმდინარე ოპერაციისას დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი და 5 დაიჭრა - ეს ინფორმაცია საქართველოს შსს-მ გაავრცელა. მისივე განცხადებით, ლიკვიდირებულია დივერსანტების შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი, 6 კი ალყაშია მოქცეული და მიმდინარეობს მათი დაკავების ოპერაცია. შსს მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს. დღესვე სამინისტრომ ვებსაიტზე გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომელიც მისი განმარტებით, დივერსანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული ორი ახალგაზრდის ჩვენებას ასახავს. ისინი აცხადებენ, რომ დაატყვევა 15-ზე მეტმა შეიარაღებულმა პირმა, რომლებიც წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდნენ.
XS
SM
MD
LG