Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც იტყობინებიან, თელავში თავი მოიკლა პოლიციის თანამშრომელმა


დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თელავში თავი მოიკლა პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც წარმოშობით სოფელ ლაფანყურიდან იყო. სააგენტო ინტერპრესნიუსი იუწყებოდა, რომ ინფორმაცია სოფლის მცხოვრებთაგან მიიღო, თუმცა, მოგვიანებით ამავე სააგენტოს შსს-ს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ განუცხადა, რომ პირი, რომელმაც თავი მოიკლა არა პოლიციის თანამშრომელი არამედ ყოფილი სამხედრო იყო. მახარაძის თქმით, თვითმკვლელობის მოტივი ჯერ ისევ დასადგენია, თუმცა, ცნობილია, რომ გარდაცვლილი თელაველი იყო და უადგილოა მომხდარის დაკავშირება დაღესტნის საზღვრის სიახლოვეს მდებარე სოფელ ლაფანყურთან მიმდინარე ოპერაციასთან.
XS
SM
MD
LG