Accessibility links

logo-print

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების პირველი დებატები 9 სექტემბერს გაიმართება


საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების პირველი დებატები 9 სექტემბერს გაიმართება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა გია ჭანტურიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დებატებისთვის იწვევენ ნაციონალური მოძრაობის, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის, "ქართული ოცნების" და ლეიბორისტული პარტიის მიერ დასახელებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს. ჭანტურიას თქმით, მეორე დებატები 18 სექტემბერს იგეგმება იმავე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიების პირველი ნომრების მონაწილეობით. საზოგადოებრივი მაუწყებელი პარტიებს შესაბამის ოფიციალურ შეტყობინებას უგზავნის და მათგან წერილობით დასტურს ან უარს 4 სექტემბერს, 18 საათამდე ელის.
XS
SM
MD
LG