Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტმა მოხსნა დაზვერვის სამსახურის უფროსი


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ მოხსნა დაზვერვის სამსახურის უფროსი, რეჰმატულა ნაბილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაბილი მალე დაიკავებს უცხოეთის ერთ-ერთ ქვეყანაში ავღანეთის ელჩის პოსტს. ჯერ არ არის ცნობილი, ვინ შეცვლის მას დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ნაბილი, პრეზიდენტის უსაფრთხოების დამცველი ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი, 2010 წელს დაინიშნა დაზვერვის უწყების მეთაურად. მისი გადაყენებით გაგრძელდა ავღანეთში უსაფრთხოების უწყებების ლიდერთა გადაყენების ბოლოდროინდელი ტალღა.
XS
SM
MD
LG