Accessibility links

ეკვადორმა უარყო ბელორუსი იმიგრანტის ექსტრადიციის თხოვნა


ეკვადორის უზენაესმა სასამართლომ უარყო ბელორუსიის თხოვნა, მისთვის გადაეცა ბელორუსი იმიგრანტი, პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრ ბარანკოვი. ბელორუსიას მასზე ძებნა აქვს გამოცხადებული თაღლითობასა და ფულის გამოძალვაში ბრალდების სფუძველზე. მაგრამ ეკვადორელმა მოსამართლემ, კარლოს რამირესმა სამშაბათს განაცხადა, რომ ბარანკოვს ეკვადორში სამართლიანად აქვს მინიჭებული პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსი და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 30 წლის ბარაკნოვს 2010 წელს მიანიჭეს თავშესაფარი ეკვადორში. ის ამბობს, რომ ბელორუსიიდან გაიქცა მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა ნავთობის კონტრაბანდაში გახვეული ჯგუფი, რომლის წევრებს შორისაც იყვნენ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის მაღალი რანგის წარმომადგენლები. ბარანკოვი შიშობს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეში იქნება ბელორუსიაში დაბრუნების შემთხვევაში. ბარაკონვის საქმემ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც ეკვადორმა თავშესაფარი მიანიჭა ინტერნეტპორტალ „ვიკილიკსის“ დამფუძნებელს, ჯულიენ ასანჟს.
XS
SM
MD
LG