Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: სპეცრაზმელების სიცოცხლე საქართველოში მშვიდობის დამყარებას შეეწირა


საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთის მახლობლად მიმდინარე სპეცოპერაციას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, სპეცრაზმელების სიცოცხლე შეეწირა საქართველოში მშვიდობის დამყარებას. საქართველო არ დაუშვებს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული „არეულობა, არასტაბილურობა, ძალადობა რაიმე ფორმით გადმოედოს“ და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის მშვიდობიან ფუნქციონირებას - განაცხადა მან. ამასთან, სააკაშვილის სიტყვებით, ადგილობრივ ხალხს და საზოგადოებას არაფერი ემუქრება, ხოლო იმ ადამიანების მოქმედებები, ვინც ქართველი სპეცრაზმელების მკვლელობა ჩაიდინა, ბოლომდე იქნება აღკვეთილი. ოფიციალური ცნობებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთიდან შემოსული შეიარაღებული ჯგუფის წინააღმდეგ ახორციელებს ოპერაციას. როგორც იუწყებიან, ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა სამი და დაიჭრა ხუთი სპეცრაზმელი, ლიკვიდირებულია შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი.
XS
SM
MD
LG