Accessibility links

logo-print

გამოქვეყნდა ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპულთა გვარები


საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტრომ საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპულთა გვარები გამოაქვეყნა. როგორც თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ გავრცელებულ განცხადებებშია აღნიშნული, გარდაცვლილები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი და თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების ექიმი, კაპრალი ვლადიმერ ხვედელიძე. საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ. გარდაცვლილთა დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს სახელმწიფო დაფარავს.
XS
SM
MD
LG