Accessibility links

logo-print

საქართველოს შსს: „სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია“


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დასრულებულია რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან, ლოპოტის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა. სპეცოპერაცია დაიწყო სამშაბათს ღამით მას შემდეგ, რაც, სამინისტროს მონაცემებით, მძევლები აიყვანა საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრილი შეიარაღებული პირების ჯგუფმა. ოთხშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის სპეცდანიშნულების რაზმის სამი თანამშრომელი და შეიარაღებული ჯგუფის 11 წევრი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა მის ვებსაიტზე, ნაპოვნია 11-ვე მოკლულის გვამები. ამავე განცხადებით, მოკლულების ნაწილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იყვნენ და მათი დაკრძალვა მოხდება მათი რელიგიური მრწამსის შესაბამისად. სამინისტროს განცხადებაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ შეიარაღებული ჯგუფის რამდენიმე დაჭრილი წევრი შესაძლოა, ხეობაში იმალებოდეს და პოლიცია აგრძელებს მათ ძებნას.
XS
SM
MD
LG