Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი მკაცრად აკრიტიკებს ირანს


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა თეირანში ვიზიტისას გააკრიტიკა ირანის ლიდერები, მისი თქმით, „აღმაშფოთებელი“ განცხადებებისათვის, რომლებითაც უარყოფენ ჰოლოკოსტს, ისევე როგორც ისრაელის არსებობის უფლებას. ბან კი-მუნი პირველად ჩავიდა თეირანში, რომელიც ამჟამად მასპინძლობს ე.წ. მიუმხრობელი ქვეყნების სამიტს. „იმის თქმა, რომ გაეროს სხვა წევრი სახელმწიფო, ისრაელს არა აქვს არსებობის უფლება და მასზე საუბარი რასისტული ტერმინებით არის არა მარტო სრულიად გაუმართლებელი, არამედ ძირს უთხრის სწორედ იმ პრინციპებს, რომელთა დაცვაც ყველამ ვივალდებულეთ“, - განაცხადა ბან კი მუნმა და ირანს მოუწოდა, შეასრულოს გაეროს რეზოლუციებით გათვალისწინებული მოთხოვნა, რომელიც მის ბირთვულ პროგრამას ეხება. მანვე გამოთქვა შეშფოთება, რომ ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო დაძაბულობა შესაძლოა, ომში გადაიზარდოს.
XS
SM
MD
LG