Accessibility links

logo-print

დაღესტნის იატაკქვეშეთში მოქმედი ჯგუფი აცხადებს, რომ საქართველოში მოჯაჰედები გადავიდნენ


ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი იატაკქვეშა ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეიარაღებული ჯგუფი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში, ლოპოტის ხეობაში ტარდება სპეცოპერაცია, „კავკასიის საამიროს“ მოჯაჰედებისაგან შედგება. ეს ცნობა გამოქვეყნებულია ვებსაიტზე vdagestan.com. საინფორმაციო პორტალის ცნობით, იატაკქვეშეთის დაღესტნური განყოფილების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ „მოჯაჰედები არ აპირებდნენ საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე ოპერაციის ჩატარებას, რადგან ამას არ ითვალისწინებდა მათი გეგმა და რომ მოენდომებინათ, ამას იოლად შეძლებდნენ“. დაღესტნის იატაკქვეშეთის წარმომადგენლები "სიცრუეში" და "ღალატში" ადანაშაულებენ ქართულ მხარეს და ირწმუნებიან, რომ შეიარაღებულ ჯგუფს არ აუყვანია მძევლები საქართველოს ტერიტორიაზე. ცნობაში არ არის ნათქვამი, რატომ შეიჭრნენ "კავკასიის საამიროს" მებრძოლები საქართველოს ტერიტორიაზე, ან რატომ თქვეს უარი, ჩაბარებოდნენ საქართველოს ხელისუფლებას.
XS
SM
MD
LG