Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებული ლაფანყურის ინციდენტის შესახებ


საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დღეს განაცხადა, რომ ხელისუფლებისგან ინფორმირებული იყო საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ. სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან ერთად თვალყურს ადევნებს მიმდინარე მოვლენებს. ევროკავშირის მისიამ მწუხარება გამოხატა სპეცოპერაციისას ქართველი სამართალდამცავების დაღუპვის გამო. მათ ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა მისიის ხელმძღვანელმა ანჯეი ტიშკევიჩმა.
XS
SM
MD
LG