Accessibility links

logo-print

სააკაშვილი ჩავიდა სოფელში, რომლის მახლობლადაც ჩატარდა სპეცოპერაცია


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესტუმრა სოფელ ლაფანყურს, რომლის რამდენიმე მკვიდრის მძევლად აყვანასაც მოჰყვა ქართველი სამართალდამცველების სპეცოპერაცია ლოპოტის ხეობაში. სააკაშვილი შეხვდა ტყვეობიდან გათავისუფლებულ ახალგაზრდებს და სოფლის სხვა მცხოვრებლებსაც. „მე ვფიქრობ, რომ კახეთის ხალხი და თქვენც მათ შორის დარწმუნდით, რომ საქართველოში ხალხი დაცულია. ძალიან რთული ოპერაცია იყო, ურთულესი ხეობაა! აქ ოცი კი არა, ხუთი რომ გამაგრებულიყო, მაგის განეიტრალებაც გაჭირდებოდა. მაგრამ ჩვენი ბიჭები, სპეცრაზმელები ძალიან გმირულად მოიქცნენ, მათ შორის თავის სიცოცხლის ფასად“, აღნიშნა პრეზიდენტმა ლაფანყურის მოსახლეობასთან შეხვედრისას. ასევე ხუთშაბათს მან თბილისში, საავადმყოფოში მოინახულა სპეცოპერაციისას დაჭრილი ერთ-ერთი პირი, ზურაბ ზურაბიშვილი. მიხეილ სააკაშვილის თქმით, „ვისაც საკუთარი ღირსება არ გააჩნია, ჰგონია, რომ ყველაფერი ჩაწყობილი და დადგმულია“. ამ სიტყვებით პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, მიანიშნა, მაგალითად, ინტერნეტსივრცეში გამოთქმულ ვარაუდზე, რომ ლოპოტის ხეობაში თავდასხმა და სპეცოპერაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ იყო ინსცენირებული. პრეზიდენტის განცხადებით, ის, რაც ბოლო დღეებში ხდებოდა, ნამდვილი გმირობის მაგალითია.
XS
SM
MD
LG