Accessibility links

logo-print

ივანიშვილი არჩევნებთან დაკავშირებით მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას


კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს 1 ოქტომბრისათვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მიმართვაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა საქართველოში „აუცილებელი ცვლილებების, სამართლიანობის აღდგენისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის“. „ქართული ოცნების“ ლიდერი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ხელი შეუწყოს საქართველოში საარჩევნო გარემოს შეცვლას. ივანიშვილი აყენებს ექვს მოთხოვნას, რომელთა შორისაც არის მოწოდება, დაუყოვნებლივ შეჩერდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინიცირებით გამოტანილი ყველა ჯარიმის, ყადაღისა თუ სანქციის აღსრულება.
XS
SM
MD
LG