Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი და საფრანგეთი სირიელ ლტოლვილებს დახმარებას გაუზრდიან


დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ულიამ ჰეიგმა და ლორან ფაბიუსმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად სირიაში ეგრეთწოდებული „უსაფრთხოების ზონების", შექმნას მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა აქვს. მათ განაცხადეს ასევე, რომ ორივე ქვეყანა გაუზრდის დახმარებას სირიელ ლტოლვილებს. ორი მინიტრი გამოვიდა გაეროს უშიშიროების საბჭოს სხდომის წინა დღეს; სხდომა მიეძღვნება სირიაში ჰუმანიტარულ კრიზისს. სირიაში „უსაფრთხოების ზონის“ შექმნის მოწოდებით გამოვიდა თურქეთი, რომელიც სირიელი ლტოლვილების დიდი ტალღა მიაწყდა. ადამიანის უფლებების მეთვალყურე უწყებად წოდებული ჯგუფი იტყობინება, რომ იდლიბის პროვინციის დაბომბვას სირიის მთავრობის ჯარის მიერ 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები დაქ ქალები არიან.
XS
SM
MD
LG