Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის ლუიზიანის შტატში 60 ათასი ადამიანის ევაკუაცია მზადდება


ამერიკის ლუიზიანის შტატის ხელისუფლებამ ხუთშაბათს გადაწყვიტა, ევაკუაცია გაუკეთოს დაახლოებით 60 ათას ადამიანს, რომლებიც მდინარე ტანგიპახოას ჯებირის მახლობლად სახლობენ. შიშობენ, რომ ტროპიკული გრიგალი „აიზეკის“ მიერ გამოწვეული წყლის ზეწოლას ჯებირი ვერ გაუძლებს. ლუიზიანის გუბერნატორმა განკარგულება გასცა არეალში გაიგზავნოს ავტობუსები ხალხის ევაკუირებისთვის. ცნობით, ღამით გრიგალის შესუსტებას მოელიან.
XS
SM
MD
LG