Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა გახდა


მონტე-კარლოში ევროპის 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს. გამოკითხვაში მონაწილეებმა, ეს ტიტული მიანიჭეს „ბარსელონის“ წევრს, ანდრეს ინიესტას. წინასწარი გამოკითხვის შედეგად გამოვლელინი იყო ამ წოდების სამი კანდიდატი: პორტუგალიელი კრისტიანო რონალდო (მადრიდის „რეალი“) და ამ წოდების შარშანდელი მფლობელი, არგენტინელი ლიონელ მესი („ბარსელონა“) და ესპანელი ანდრეს ინიესტა („ბარსელონა“), რომელიც გახდა კიდეც უეფას 53 წევრი ქვეყნის თითო წარმომადგენლის რჩეული. ამ პრინციპით ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა მეორე წელია ხდება. საქართველოს, ისევე, როგორც შარშან, წარმოადგენს რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის დირექტორი დავით კაკაბაძე.
XS
SM
MD
LG