Accessibility links

ავღანეთში თალიბებმა თავი მოკვეთეს 12 წლის ბიჭს


ავღანეთის ყანდაარის პროვინციის ხელისუფლების ცნობით, ავღანეთის სამხრეთში თალიბებმა თავი მოკვეთეს 12 წლის ბიჭს. პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფაქტი ოთხშაბათს მოხდა. ბავშვი მოიტაცეს, როცა ის მამის დავალებით ადგილობრივი ბაზრისკენ მიდიოდა. მოგვიანებით თავმოკვეთილი ბავშვი ბაზრის ახლოს იპოვნეს. ხელისუფლება აცხადებს, რომ ასეთი სასტიკი ანგარიშსწორების მიზეზი მოკლული ბავშვის ძმის ადგილობრივ პოლიციაში მუშაობა და თალიბების წინააღმდეგ ოპერაციებში მონაწილეობაა.
XS
SM
MD
LG