Accessibility links

logo-print

გაერო: სირიაში მეტ ადამიანს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება


გაერო სირიისთვის მეტი ჰუმანიტარული დახმარებისკენ მოწოდებით გამოდის. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილებ იან ელიასონმა განაცხადა, რომ ივლისში სირიაში სურსათით დახმარება გაეწია 820 000 ადამიანს, მიმდინარე წლის აპრილში კი - 250 000-ს. ელიასონმა აგრეთვე აღნიშნა, რომ წინადადებები სირიაში უსაფრთხოების ზონების შექმნის შესახებ ”სერიოზულ კითხვებს” აჩენს და საგულდაგულოდ შესწავლას საჭიროებს. იან ელიასონი ხუთშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამოვიდა. შეკრება სირიის ჰუმანიტარული კრიზისის შემსუბუქების გზებს ეხებოდა. ანალიტიკოსები შენიშნავენ, რომ შეხვედრას არ ესწრებოდნენ აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები, რაც ხაზს უსვამს ამ უწყების სისუსტეს კონფლიქტის გადაჭრის საკითხში.
XS
SM
MD
LG