Accessibility links

logo-print

ახალი სამგორი - სოფელი, სადაც წყალს ყიდულობენ


26-31 აგვისტოს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ”მსოფლიო წყლის კვირეული - 2012” გაიმართა. წლევანდელი წყლის კვირეულის მთავარი თემა წყლისა და საკვების უსაფრთხოება იყო. მიუხედავად დამკვიდრებული აზრისა, რომ საქართველო წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, დღემდე არაერთი სოფელი უჩივის უწყლობას. ერთ-ერთი ასეთი სოფელი, ახალი სამგორი, თბილისიდან არც ისე შორს, ქალაქ რუსთავთან მდებარეობს. როგორც სოფლის მოსახლეობა იხსენებს, ოცდაათი წელი იქნება, მათ ონკანებში სასმელი წყალი არ წამოსულა.

XS
SM
MD
LG