Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცსკ-ისთვის საარჩევნო სიების წარდგენა დაიწყო


საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა და ბლოკებმა დაიწყეს ცსკ-ისთვის საარჩევნო სიების წარდგენა, რომელიც 1 სექტემბერს 18 საათზე დასრულდება. საარჩევნო ადმინისტრაცია სიებს ოფიციალურად 6 სექტემბერს გამოაქვეყნებს. დღეს ”ახალმა მემარჯვენეებმა” ცსკ-ს წარუდგინა 149-წევრიანი პარტიული სია, რომლის პირველი ნომერი დავით გამყრელიძეა. პარლამენტის წევრობის 173 კანდიდატი ჰყავს პოლიტიკურ გაერთიანებას "ჯონდი ბაღათურია – ქართული დასი,” რომლის სიის პირველი ნომერი თავად ჯონდი ბაღათურიაა. დღესვე ცსკ-ს საარჩევნო სიები წარუდგინეს პარტიამ ”მომავალი საქართველო,” მოძრაობამ "სამართლიანი საქართველოსთვის" და პარტიამ "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა." კომისიისთვის სია ჯერჯერობით არ წარუდგენია საარჩევნო ბლოკს ”გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება”, თუმცა, ოფიციალურად ცნობილია, რომ სიის პირველი ნომერი გიორგი თარგამაძე იქნება. დღესვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბლოკის ”ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველი ნომერი კახა კალაძეა. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ცსკ-ის მიერ რეგისტრირებულია 16 პარტია, 2 საარჩევნო ბლოკი და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 4 კანდიდატი.
XS
SM
MD
LG