Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მკვლელობაში ეჭვმიტანილი გამოძიების შეცდომაში შეყვანას „პუსი რაიოტთან“ დაკავშირებული წარწერით ცდილობდა


რუსეთში გამომძიებლები აცხადებენ, რომ ქალაქ ყაზანში ორი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა პოლიციის შეცდომაში შეყვანა სცადა, ფემინისტურ პანკ ჯგუფ „პუსი რაიოტთან“ დაკავშირებული წარწერის გაკეთებით დანაშაულის ჩადენის ადგილას. 38 წლის ქალის და მისი 76 წლის დედის გვამები ხუთშაბათს, მათ ბინაში აღმოაჩინეს. კედელზე, სავარაუდოდ სისხლით იყო გამოყვანილი სიტყვები „თავისუფლება პუსი რაიოტს“. გამომძებლების განცხადებით, მკვლელობებში ეჭვმიტანილია 38 წლის იგორ დანილევსკი, ყაზანის უნივერსიტეტის ლექტორი, რომელმაც წარწერა იმ მიზნით გააკეთა, რომ დანაშაული „რიტუალურ“ მკვლელობად წარმოეჩინა. „პუსი რაიოტის“ სამი წევრი ახლახან „რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ ხულიგნობაში“ სცნეს დამნაშავედ და ორი-ორი წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა.
XS
SM
MD
LG