Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანში პრეზიდენტმა სომეხი ოფიცრის მკვლელობის გამო მსჯავრდებული შეიწყალა


აზერბაიჯანელი სამხედრო, რომელსაც სომეხი ოფიცრის მკვლელობის გამო უნგრეთში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, აზერბაიჯანს გადასცეს, რის შემდეგაც ის დაუყოვნებლივ შეიწყალა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. უნგრეთის სასამართლომ ამჟამად 35 წლის რამილ საფაროვს სამუდამო პატიმრობა 2006 წელს მიუსაჯა. მას დაუმტკიცდა სომეხი ოფიცრის, გურგენ მარკარიანის მკვლელობა, უნგრეთში 2004 წელს ჩატარებული ნატოს წვრთნების დროს. სასამართლო პროცესზე საფაროვი აცხადებდა, მარკარიანი „აზერბაიჯანის დროშის შეურაცხყოფისთვის“ მოვკალიო. სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტია აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია უნგრეთის გადაწყვეტილება საფაროვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის შესახებ. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა მაღალი რჩება, მთიანი ყარაბაღის გამო ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად.
XS
SM
MD
LG