Accessibility links

სომხეთმა შეაჩერა დიპლომატიური ურთიერთობა უნგრეთთან


სომხეთმა შეაჩერა დიპლომატიური ურთიერთობა უნგრეთთან, სადაც ციხიდან გამოუშვეს სომეხი ოფიცრის მკვლელობისათვის გასამართლებული აზერბაიჯანელი. სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა უნგრეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შეჩერების შესახებ გამოაცხადა ერევანში აკრედიტებულ დიპლომატებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელიც მოჰყვა სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას. სხდომაზე იმსჯელეს გარემოებებზე, რომლებიც უკავშირდება სომეხი ოფიცირისთვის მკვლელობისათვის გასამართლებული რამილ საფაროვის ექსტრადიციას აზერბაიჯანში და მის დაუყოვნებლივ შეწყალებას პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ. 2006 წელს საფაროვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ბუდაპეშტის საქალაქო სასამართლომ მას შემდეგ, რაც მან აღიარა, რომ მოკლა ამერიკელი ლეიტენანტი გურგენ მარკარიანი 2004 წელს უნგრეთში ნატოს მიერ ორგანიზებულ კურსში მონაწილეობისას. უნგრეთმა საფაროვი აზერბაიჯანს გადასცა მას შემდეგ, რაც მას ბაქო დაჰპირდა, რომ აღასრულებდა გამოტანილ განაჩენს.
XS
SM
MD
LG