Accessibility links

logo-print

პაკისტანში აფეთქებამ ექვსი ადამიანი შეიწირა


პაკისტანში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, ექვსი და დაიჭრა 11 ადამიანი. აფეთქება მოხდა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანის ქალაქ ფეშავარში. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ბომბი, რომელიც ჩადებული იყო პიკაპის ტიპის ავტომანქანაში, აფეთქდა მეჩეთის მახლობლად, ბაზარში. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ თალიბი მეამბოხეები ხშირად აწყობენ ამ ტიპის იერიშებს ფეშავარში.
XS
SM
MD
LG