Accessibility links

logo-print

ანა ტატიშვილი აშშ-ის ღია პირველობის მერვედფინალში გავიდა


წარმატებით ასპარეზობს აშშ-ის ღია პირველობაზე ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი. პირველ ორ წრეში 22 წლის თბილისელმა სპორტსმენმა დაამარცხა შესაბამისად ფრანგი სტეფანი ფორეც-გასონი (6:2, 6:0) და რუმინელი სორანა კირსტია (6:7, 6:1, 6:2), ხოლო პარასკევს, მესამე წრეში, სძლია ლუქსემბურგელ მანდი მინელას - 7:5, 6:0. მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე იქნება მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ბელორუსი ვიქტორია აზარენკო. მსოფლიო კლასიფიკაციაში ტატიშვილს ამჟამად 73-ე სტრიქონი უკავია.
XS
SM
MD
LG