Accessibility links

რუსეთი "გულუბრყვილოს" უწოდებს სირიის კონფლიქტზე „პარტნიორების“ მიდგომას


რუსეთი „გულუბრყვილოს“ უწოდებს დასავლეთის ზოგიერთი სახელმწიფოს მოლოდინს, რომ ბაშარ ასადი გაიყვანს სამთავრობო ჯარებს ძირითადი ქალაქებიდან და მხოლოდ ამის შემდეგ იგივე ნაბიჯს სირიის ოპოზიციაც გაიმეორებს. „როდესაც ჩვენი პარტნიორები აცხადებენ, რომ ბრძოლა პირველმა ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს და უნდა გაიყვანოს ყველა ჯარისკაცი და ტექნიკა ქალაქებიდან, და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებათ მათ მიმართონ ოპოზიციას თხოვნით, რომ ისიც ასევე მოიქცეს, - ეს უბრალოდ უსარგებლო სქემაა. ეს ხალხი ან გულუბრყვილოა, ან ეს რაღაც პროვოკაციაა,“- აცხადებს სერგეი ლავროვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. სერგეი ლავროვის თქმით ასეთი მოთხოვნა სირიის რეჟიმის მიმართ, მის ცალმხრივ „კაპიტულაციას“ მოასწავებს.
XS
SM
MD
LG