Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: ჯარისკაცებს ავღანეთში კვლავ „მძიმე ბრძოლები“ ელოდებათ


ავღანეთში მიმავალ ამერიკელ სამხედროებს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უთხრა, რომ მათ ჯერ კიდევ ელოდებათ „ძალიან მძიმე ბრძოლები“, თუმცა დაჰპირდა, რომ ისევე „პასუხისმგებლობით დაასრულებს ომს ავღანეთში, როგორ ერაყის შემთხვევაში მოხდა. ამის თაობაზე ობამამ პარასკევს ტეხასის შტატში მდებარე ფორტ ბლისში განაცხადა, სადაც პრეზიდენტი ერაყში ამერიკის საბრძოლო ოპერაციის დასრულების მეორე წლისთავის აღსანიშნავად ჩავიდა. „თქვენ დავტოვეთ ერაყი თავაწეულებმა, როდესაც ღირსეულად და ბოლომდე შეასრულეთ თქვენზე დაკისრებული მისია. ჩვენი ომი ერაყში 9 წლის შემდეგ დასრულებულია და დღეს ერაყს აქვს შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს საკუთარი ბედი. არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი აღარ იბრძვის და იღუპება ახლა ერაყში. ომის დასრულების წლისთავზე, ჩვენ პატივს მივაგებთ და ვიხსენებთ ყველა, ვინც თავისი სიცოცხლე გაიღო ერაყში - დაახლოებით 4500 ამერიკელ პატრიოტს, რომელთა შორის 198 დაცემული გმირი ფორტ ბრისის პირველი ჯავშანსატანკო დივიზიიდან იყო. ჩვენ მივესალმებით ყველას, ვინც იქ მსახურობდა,“ - განაცხადა ბარაკ ობამამ და განაცხადა, რომ ალ ყაიდა განადგურების გზაზე დგას, მოკლულია ოსამა ბინ ლადენი, რომელიც „ვეღარასოდეს დაემუქრება აშშ-ს“.
XS
SM
MD
LG