Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მმართველ პარტიას ადანაშაულებენ ოპოზიციონერის გატაცებაში


სოზარ სუბარი “ნაციონალურ მოძრაობას” “ქართული ოცნების” მხარდამჭერის გატაცებაში ადანაშაულებს. სუბარის თქმით, ვართანიანი, რომელიც არ არის “ქართული ოცნების” წევრი და უბრალოდ აქტიური მხარდამჭერია, გუშინ ღამით ნინოწმინდის გამგეობაში დაიბარეს. გამგეობაში მას დახვდნენ “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ენზელ მქოიანი და პოლიციის თანამშრომლები და ვართანიანი ჯიპებით სომხეთის საზღვრისკენ გაიტაცეს”, - განაცხადა სუბარმა. კოალიცია “ქართული ოცნების” თქმით, სახეზეა კრიმინალური ფაქტი მმართველი პარტიის წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობით, რაც სასწრაფო და სათანადო რეაგირებას საჭიროებს. კოალიციის მხარდამჭერის გაუჩინარების შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს უკვე ეცნობა, თუმცა ჯერ-ჯერობით არანაირი პასუხი არ არსებობს. სოზარ სუბარის თქმით, ფაქტის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გადაეგზავნათ.
XS
SM
MD
LG