Accessibility links

logo-print

ამოქმედდა საქართველოში სახელმწიფო დაზღვევის ახალი პროგრამა


პირველი სექტემბრიდან საქართველოში ძალაში შევიდა სახელმწიფო დაზღვევის ახალი პროგრამა, რომლის მიხედვითაც, უფასო სადაზღვევო პოლისით ისარგებლებენ ასაკით პენსიონერები, 0-დან 5 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვები, სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. ექსპერტები აცხადებენ, რომ სახელმწიფომ ბავშვების და მოხუცების დაზღვევით, ერთი მხრივ, საკუთარ თავზე აიღო ყველაზე მაღალი რისკჯგუფის დაზღვევის პასუხისმგებლობა და, ამასთანავე, წინასაარჩევნო ქულებიც ჩაიწერა. „დღეს ძალაში შედის სადაზღვევო პოლისი, რომელიც არც მედიკამენტების თანხას ანაზღაურებს და არც იმ სამედიცინო სერვისების მომსახურებას, რომელიც გაჭირვებულ ოჯახებს ესაჭიროებათ“, - განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრაზე “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მაგდა ანიკაშვილმა. „ქრისტიან-დემოკრატების“ გამარჯვების შემთხვევაში ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს სადაზღვევო პოლისს, რომელიც მათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფს“ - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.
XS
SM
MD
LG