Accessibility links

logo-print

სირიის სამთავრობო ჯარებმა დაბომბეს ალეპო, მეამბოხეებმა - საავიაციო ბაზას შეუტიეს


სირიის სამთავრობო ჯარების სამხედრო ავიაციამ და სახმელეთო ჯარებმა შაბათის განმავლობაში მასირებული იერიში განახორციელეს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოზე. აქტივისტების ინფორმაციით, მძიმე ტექნიკის და ავიაციის საშუალებით ასადის მომხრეები უტევდნენ ოპოზიციის შეიარაღებული ძალების განლაგებებს. იმავე წყაროს ინფორმაციით, სირიის თავისუფალი არმიის მებრძოლებმა ხელთ იგდეს საავიაციო ძალების შტაბი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ალ ბოუკამალში, რომელიც ერაყის საზღვართან მდებარეობს. რუსეთმა „გულუბრყვილო“ უწოდა დასავლეთის ზოგიერთი სახელმწიფო მოწოდებას, რომ თავდაპირველად ბაშარ ასადმა უნდა გაიყვანოს სამთავრობო ჯარები ძირითადი ქალაქებიდან და მხოლოდ ამის შემდეგ იგივე ნაბიჯს სირიის ოპოზიციაც გაიმეორებს.
XS
SM
MD
LG