Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში გახშირებული იერიშების გამო ნატო დროებით წყვეტს საწვრთნელ პროგრამებს


ავღანეთში საერთაშორისო ძალებზე ე.წ. ინსაიდერების მხრიდან გახშირებული თავდასხმების გამო, ნატოს ხელმძღვანელობამ დროებით შეამცირა ადგილობრივი პოლიციელებისა და სპეცდანიშნულების ძალების საწვრთნელი პროგრამები. „ნიუ იორკ ტაიმისის“ თანახმად საუბარია დამატებით 20 ათას ავღანელ ახალწვეულის მომზადებაზე, რომლებმაც პოლიციისა და უშიშროების ძალები შეავსეს. ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, დამატებითი კონტინგენტის წვრთნის პროცესი მხოლოდ ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ პირადი შემადგენლობის საგულდაგულო შესწავლის შედეგად განახლდება. კოალიციის სარდლობის ეს გადაწყვეტილება მოჰყვა გადაცმული ექსტრემისტების მხრიდან ბოლო თვეში საერთაშორისო სპეცდანიშნულების ძალებისა და ამერიკული ქვედანაყოფის 15 ჯარისკაცის დახოცვას. ამასთან ნატოს სარდლობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია კვლავ გააგრძელებს ავღანეთის არმიისა და პოლიციის ძალების 350 ათასი წევრის წვრთნის პროცესს. 2014 წლისათვის, როდესაც ავღანეთს ნატოს წევრი სახელმწიფოებისა და პარტნიორი ქვეყნების ჯარები დატოვებენ, ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ავღანეთის უშიშროების ძალებს დაეკისრებათ.
XS
SM
MD
LG