ლოს-ანჯელესში 92 წლის ასაკში ცნობილი ამერიკელი პოეტი და მომღერალი ჰელ დევიდი გარდაიცვალა. მან კომპოზიტორ ბერტ ბაკარაკასთან თანაავტორობით ათობით ცნობილი ჰიტი დაწერა. კერძოდ, დუეტი ცნობილი პოპ-მომღერლის დაიონ უორვიკისათვის წერდა სიმღერებს. დევიდისა და ბაკარაკას ერთობლივ ცნობილ საუნდტრეკებს შორისაა მელოდიები ფილმებისათვის „ელფი“ და „კაზინო როიალი“. ხოლო კომპოზიციამ „წვიმის წვეთები ცვივიან ჩემს თავზე“, ორიგინალური სიმღერისათვის „ოსკარის“ პრემია მოუტანა ფილმ-ვესტერნს „ბუჩ კესიდი და სანდენს კიდი“.
ყველაზე პოპულარული
1