Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის დროს დაღუპული მებრძოლის დაკრძალვას დაესწრო


ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სპეცრაზმელი, იოსებ წიკლაური 2 სექტემბერს სამხედრო პატივით დაკრძალეს. ჯარისკაცის მშობლიურ სოფელ გომბორში დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია დაესწრნენ. 29 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვართან ჩატარებული ანტიტერორისტულ ოპერაციას დროს საქართველოს შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს 3 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, ლიკვიდირებულია 11 დივერსანტი, რომელთაგან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე. თუმცა, ოპოზიციონერი ექსპერტები და ზოგიერთი საინფორმაციო პორტალი ამტკიცებენ, რომ რამდენიმე დაღუპული დივერსანტი პანკისის ხეობის მკვიდრი იყო.
XS
SM
MD
LG