Accessibility links

logo-print

პაკისტანში სასულიერო პირი დააკავეს ქრისტიანი გოგონას შანტაჟისათვის


პაკისტანში დააპატიმრეს მუსლიმანი სასულიერო პირი, რომელმაც ქრისტიანი გოგონა განზრახ აიძულა სჯულის გმობის კანონის დარღვევაში. ინცინდენტი რამდენიმე კვირის წინ ისლამაბადის შემოგარენში მდებარე ერთ-ერთ სოფელში მოხდა. მოწმეები ამტკიცებენ, რომ დაინახეს, თუ როგორ ამოხია ყურანიდან ფურცლები იმამმა ხალიდ ჩიშთიმ და ჩაალაგა ისინი გოგონას ჩანთაში, რომელშიც დამწვარი ფურცლები იდო. პაკისტანის კანონის თანახმად მუსლიმთა წმინდა წიგნის დაწვა ან დახევა სამუდამო პატიმრობას ანდა სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. სასულიერო პირის დაპატიმრებამ შესაძლოა გამოიწვიოს გოგონას გათავისუფლება ციხიდან, რომელშიც იგი ამჟამად იმყოფება.
XS
SM
MD
LG