Accessibility links

logo-print

ახალი შუამავალი სირიაში ორივე მხარეს მოუწოდებს


სირიის საკითხებში ახალი საერთაშორისო შუამავალი ლახდარ ბრაჰიმი მოუწოდებს კონფლიქტის ყველა მხარეს, შეწყვიტონ ბრძოლა და დაიწყონ მოლაპარაკებები. თუმცა, აღნიშნავს, რომ პირველ ყოვლისა ეს მოწოდება ეკუთვნის ქვეყნის ხელისუფლებას. ტელეკომპანია „ალ არაბიასათვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ბრაჰიმიმ ახალ თანამდებობაზე დანიშვნის პირველ დღეს მისცა, საერთაშორისო შუამავალი აცხადებს, რომ ამით აგრძნობინა სირიის ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში ცვლილებები „აუცილებელია და სწრაფად უნდა გაიმართოს“. თანაც ამ მოლაპარაკებებს შედეგმა „სირიელი ხალხის კანონიერი“ მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს. ამასთან ალჟირელმა დიპლომატმა გამორიცხა სირიის კონფლიქტში საგარეო სამხედრო ჩარევა და აღნიშნა, რომ ასეთი ჩარევა ბოლოს მოუღებს დიპლომატიურ ძალისხმევას. რუსეთი „გულუბრყვილოს“ უწოდებს დასავლეთის მოწოდებას, რომ ჯერ ბაშარ ასადმა უნდა გაიყვანოს სამთავრობო ჯარები და მის ნაბიჯს შემდეგ სირიის ოპოზიციამაც უნდა მიბაძოს.
XS
SM
MD
LG