Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეთანიაჰუ ირანის შესაჩერებლად „წითელი ხაზის“ გავლებას მოითხოვს


კვირას ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მოუწოდა მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს, რათა ირანს ბირთვული პროგრამისათვის მკაფიო „წითელი ხაზი“ დაუდგინონ. იერუსალიმში მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე საუბრისას ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ აკეთებს ყველაფერს, რათა შეაჩეროს ირანი იმ პროგრამის განხორციელებისაკენ სწრაფვაში, რაც ისრაელისა და დასავლეთის აზრით ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. ნეთანიაჰუს განცხადება ემთხვევა ისრაელის მცდელობას, მიიღოს დაპირება აშშ-ისაგან, რომ ვაშინგტონი აუცილებლად ჩაერევა სამხედრო გზით, თუკი ირანი უარს არ იტყვის ურანის გამდიდრების პროგრამაზე. ისრაელის პრემიერ-მინისტრი მის შეშფოთებას გაიმეორებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება.
XS
SM
MD
LG