Accessibility links

logo-print

გამთენიისას დუისში ორი ადამიანი დაკრძალეს - სავარაუდოდ ასლან მარგოშვილი და ბაჰაუდი ალდამოვი


დღეს გამთენიისას, პანკისის ხეობის სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს ორი ადამიანი. ადგილობრივ მცხოვრებთა ცნობით, დაკრძალულები ასლან მარგოშვილი და ბაჰაუდი ალდამოვი არიან, თუმცა ეს საბოლოოდ დადასტურებული არ არის. რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა ”ეხო კავკაზას” კორესპონდენტის, ოლესია ვართანიანის ცნობით, რომელიც დუისში იყო ჩასული და ასლან მარგოშვილის სახლში მივიდა, ახლობლებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ის ცოცხალია. მისი ბიძაშვილის, მედიკო მარგოშვილის ცნობით 22 წლის ასლან მარგოშვილმა საქართველო წელიწადნახევრის წინ დატოვა და მას შემდეგ ოჯახს არ ჰქონია ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ. ნათესავების ცნობით ბოლოს ის ფინეთში იმყოფებოდა. ბაჰაუდი ალდამოვის სახლში კი, ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, ამჯამად გლოვაა. მას ახლობლები დასტირიან და მის სიკვდილში ეჭვი არ ეპარებათ. ალდამოვის ახლობლების ცნობით, ის ვაჰაბიტური მეჩეთის მრევლი იყო. ქართული მედიის ცნობით, ასლან მარგოშვილი და ბაჰაუდი ალდამოვი ლოპოტის ხელობაში, სოფელ ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.
XS
SM
MD
LG