Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი წარგზავნილი სირიაში თავის მისიას სკეპტიკურად აფასებს


ახალი საერთაშორისო წარგზავნილი სირიაში, ალჟირელი დიპლომატი ლაჰდარ ბრაჰიმი თავის მისიას ”თითქმის შეუძლებლად” მიიჩნევს. ამის შესახებ ლაჰიდიმ ”ბიბისის” განუცხადა. მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგრობრობა არ არის ერთიანი შეხედულებებში სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას კი ხისტი პოზიცია უჭირავთ. ამავე დროს ბრაჰიმი, რომელმაც პოსტზე გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი შეცვალა, თქვა, რომ ეცდება გაამყაროს კონტაქტები კონფლიქტის ორივე მხარესთან და ხელი შეუწყოს ძალადობის შეწყვეტას.
XS
SM
MD
LG